суббота, 23 июня 2018 г.

საზაფხულო სკოლის დაუვიწყარი დღეები



რეფლექსია

მე და ჩემმა კოლეგამ ნინო დვალმა, გადავწყვიტეთ გაგვეხსნა საზაფხულო სკოლა. რადგან ჩვენი პატარა მეგობრები ჩვენი მომავალია, სკოლას დავარქვით „მომავალი ჩვენია“. საზაფხულო სკოლის მიზანი იყო:
 ა)  სწავლა-სწავლების გზით მოსწავლის გონებრივი, ფიზიკური, ემოციური და სოციალური განვითარების ხელშეწყობა;

ბ) წიგნიერებისა და რაოდენობრივი წიგნიერების განვითარების ხელშეწყობა;

გ) სწავლის მიმართ დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება, ცნობისმოყვარეობის ცოდნისმოყვარეობაში გადაზრდა და მოსწავლის მომზადება საბაზო საფეხურისთვის.

დ) მოსწავლის წინსვლისა და განვითარების ხელშეწყობა.
ე)შეიძინონ დამოუკიდებელი ცხოვრების გამოცდილება.
   ჩვენი თავდაუზოგავი შრომით შევძელით დასახული მიზნების მიღწევა. ვფიქრობ საზაფხულო სკოლის გახსნა მნიშვნელოვანი იყო როგორც მოსწავლეებისათვის ასევე ჩემთვის. მოსწ. მნიშვნელოვანი იმიტომ, იყო რომ ათი დღის განმავლობაში ბავშვები აქტიურად იყვენ ჩართულები ინტერაქტიურ თამაშებში, სხვადასხვა აქტივობებში,რაც იწვევდა მათში ხალისსა და სკოლაში სიარულის სურვილს. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო იმით, რომ უკეთესად დავინახე ჩემი მოსწავლეების ძლიერი და სუსტი მხარეები, რასაც გავითვალისწინებ და მომავალ სასწავლო წლის განმავლობაში შვეცდები მოსწავლეებში დავძლიო ეს სუსტი მხარეები. იყო რისკი იმისა, რომ შესაძლებელი იყო ბავშვებს არ ევლოთ მანძილის გამო და საზაფხულო სკოლის მუშაობაზე გავლენა მოეხდინა, მაგრამ დავრწმუნდი, რომ როცა ბავშვი მოტივირებულია და სწავლის სურვილი აქვს არ ასნებს მანძილი და ამინდი. იმ ბავშვებს, რომლებიც დადიან ცეკვაზე შეექმნათ პრობლემა დროის, რადგან მათი ცეკვის მეცადინეობები და საზ. სკოლა ერთმანეთს ემთხვეოდა დროში. ამიტომ ნახევარი საათით ადრე გადმოვიტანეთ მეცადინეობები სკოლის წევრების თანხმობით  და ასე ვცდილობდით ამ პრობლემის მოგვარებას.
  მასწავლებლები შეთანხმებით ვმუშაობდით. ერთად ვაკეთებდით რესურსებს, მონაცვლეობით ვატარებდით ქართულის, ბუნებისა და მათემატიკის გაკვეთილებს და ვაკვირდებოდით ერთმანეთის მუშაობას და სამუშაო დღის ბოლოს ვაჯამებდით მთელი დღის ნამუშევარს. ვაძლევდით ერთმანეთს უკუკავშირს, რაც ვთვლი რომ ჩემს პროფესიულ განვითრებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი და შედეგიანია.

   

საზაფხულო სკოლის დაუვიწყარი დღეები

საზაფხულო სკოლა "მომავალი ჩვენია"

დელი,დელი,დელია მომავალი ჩვენია
დელი,დელი,დელია ჩვენ სკოლაში გველიან.





მარნეულის მუნიციპალიტეტის,ს.თამარისის №1საჯარო სკოლა 8-9 წლის ბავშვებისათვის გთავაზობთ საზაფხულო ერთკვირიან სკოლას "მომავალი ჩვენია".მსურველებმა მომართეთ თამარისის №1 სკოლის დირექციას 13-დან 18 ივნისის ჩათვლით. საზაფხულო სკოლის მიზანი:1. სწავლა-სწავლის გზით მოსწავლის გონებრივი,ფიზიკური, ემოციური და სოციალური განვითარების ხელშეწყობა. 2.წიგნიერებისა და რაოდენობრივი წიგნიერების განვითარების ხელშეწყობა, 3. ცნობისმოყვარეობის ცოდნისმოყვარეობაში   გადაზრდა და მოსწავლის წინსვლისა და განვითარების ხელშეწყობა. გაითავისონ წიგნის კითხვის აუცილებლობა. პროგრამა: 1. დილას ვიწყებთ ვარჯიშით, სიმღერით და თამაშით, 2. უცნობი საბავშვო ნაწარმოებების წაკითხვა,გაგება,გააზრება, ანალიზი,სინთეზი, რეფლექსია. 3.დიდი წიგნის დამზადება. 4, ელექტრო წიგნის დამზადება. 5.დიორამის დამზადება. 6. საკუთარი ხელით სკოლის ბიბლიოთეკისათვის წიგნის დამზადება. 6. სტუმრად ქ.მარნეულის ბიბლიოთეკაში. საზაფხულო სკოლის ხელმძღვანელი მასწ:ნინო დვალი,ნინო დარსაველიძე


























вторник, 30 января 2018 г.

ჩემი ლექსები

                       
                  
                                         მიყვარხარ
                  თმაში-ჭაღარა, შუბლზე-ღარები,
                  თვალებთან პატარა ნაოჭი გაჩნდა,
                  ჩემი ცხოვრების გზას გადავხედე
                 დაგინახე, რომ ჩემთან ხარ მარად.
                    დაუნგრეველი გრძნობით მიყვარხარ,
                    საუკუნეენს გაუძლებს ათასს,
                   მაბედნიერებ, დედის "პულსი ხარ"
                   გაგიმეორებ ათასჯერ ამასს.
                                                                            2017წ, 9 დეკემბერი  
                                

                    

                         სოფიოს

        სიცოცხლე მარტო იმიტომ მინდა,
        შენ, რომ გიყურო და მოგეფერო,
        შენით ვარსებობ და შენით ვსუნთქავ,
        ჩემო ლამაზო და ერთადერთო.
            ღმერთმა მაჩუქა მე შენი თავი
            და გახდი ჩემი ცხოვრების აზრი,
            მუდამ გახსოვდეს, რომ შენი დედა
            ეს არის შენზე მლოცველი ქალი.
        და ეს სიტყვები-დედის გულიდან ამოხეთქილი,
        და ეს ჭაღარა-ფიფქებია თმებზე ლამაზად შემორჩენილი.
        ბაგეზე ღიმილი დამთამაშებს მინდა იცოდე
        თვალები მიბრწყინავს შენ დანახვაზე, ჩემო სიცოცხლევ!
                                                      
                                                                     2014 წლის 9 დეკემბერი

საზაფხულო სკოლის დაუვიწყარი დღეები

რეფლექსია მე და ჩემმა კოლეგამ ნინო დვალმა, გადავწყვიტეთ გაგვეხსნა საზაფხულო სკოლა. რადგან ჩვენი პატარა მეგობრები ჩვენი მომავალია, ...