მიყვარხარ
თმაში-ჭაღარა, შუბლზე-ღარები,
თვალებთან პატარა ნაოჭი გაჩნდა,
ჩემი ცხოვრების გზას გადავხედე
დაგინახე, რომ ჩემთან ხარ მარად.
დაუნგრეველი გრძნობით მიყვარხარ,
საუკუნეენს გაუძლებს ათასს,
მაბედნიერებ, დედის "პულსი ხარ"
გაგიმეორებ ათასჯერ ამასს.
2017წ, 9 დეკემბერი
სოფიოს
სიცოცხლე მარტო იმიტომ მინდა,
შენ, რომ გიყურო და მოგეფერო,
შენით ვარსებობ და შენით ვსუნთქავ,
ჩემო ლამაზო და ერთადერთო.
ღმერთმა მაჩუქა მე შენი თავი
და გახდი ჩემი ცხოვრების აზრი,
მუდამ გახსოვდეს, რომ შენი დედა
ეს არის შენზე მლოცველი ქალი.
და ეს სიტყვები-დედის გულიდან ამოხეთქილი,
და ეს ჭაღარა-ფიფქებია თმებზე ლამაზად შემორჩენილი.
ბაგეზე ღიმილი დამთამაშებს მინდა იცოდე
თვალები მიბრწყინავს შენ დანახვაზე, ჩემო სიცოცხლევ!
2014 წლის 9 დეკემბერი